რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 16 627 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 951 233-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 497 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 76 229 -მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 436 326 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.