რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 15 982 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 415 316-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 179 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 24 366-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 5328-ით გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საერთო ჯამში კი რუსეთში კოვიდ-19-სგან 1 075 904 ადამიანი განიკურნა.
ცნობისთვის, ინფიცირებულების რაოდენობით, რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ.