რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 14 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 340 409-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 239 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 23 205-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 039 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 7 920- ბოლო 24 საათში.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.