რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 12 604 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 177 330-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 337 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 83 630-მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 726 388 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. 20 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა, CoviVac-ი დაარეგისტრირა. აქამდე ქვეყანაში ვირუსის საწინააღმდეგო 2 ვაქცინა- Sputnik V და EpiVacCorona იყო რეგისტრირებული.