რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 11 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 11 მაისის შემდეგ ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 237 504-ს მიაღწია. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 21 663-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 988 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.