რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 10 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 333 029-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამის განმალობაში გამოვლენილი შემთხვევები ყველაზე მცირე დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 3 ოქტომბრის შემდეგ. რუსეთში ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 379 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 89 473-მდე გაიზარდა.
რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 922 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.