რუსეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

რუსეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

2019-05-06 17:10:52+04:00

რუსეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შემთხვევა პერმის მხარეში, ქალაქ ბერეზნიკიში მდებარე ამიაკის მწარმოებელ ქარხანაში მოხდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.