რუსეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის თანახმად, ინტერნეტში ხელისუფლებაზე უპატივცემულო პუბლიკაციები დასჯადი გახდება.ისეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ადამიანურ ღირსებას და საზოგადოებრივ ზნეობას, უპარტივცემულობას ავლენს საზოგადოებისადმი, სახელმწიფოსადმი, რუსეთის ოფიციალური სიმბოლოებისადმი, რუსეთის კონსტიტუციისადმი და ხელისუფლების ორგანოებისადმი - 30-დან 100 000 რუბლამდე ჯარიმით დაისჯება, განმეორების შემთხვევაში კი 100 000-დან 200 000 რუბლამდე ჯარიმით ან 15 დღემდე დაპატიმრებით.