რუსეთში, ქალაქ პერმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ცხელი წყლის მილი გასკდა, რის შედეგედაც პირველი სართულის იატაკი მდუღარე წყლით დაიტბორა. მომხდარის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 3 ადამიანი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საუბარია უსაფრხოების წესების დაუცველობაზე. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.