რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის ახალი, 1154 შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7497-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამასთან, ვირუსით ბოლო 24 საათის მანძილზე 11 ადამიანი დაიღუპა, რის შედგეადაც ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 58-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში კორონავირუსით დაიფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევბის უმეტესობა მოკსოვში დაფიქსირდა.