რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 700 792-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 173 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 667-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 472 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.