რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 707 301-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 176 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 843-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 481 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.