რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 9 035 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 414 878 შეადგინა. ამასთან, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე, ქვეყანაში ვირუსით 162 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაიღუპულთა რიცხვმა 4 855-ს მიაღწია.
ამ დროისთვის, რუსეთში, კორონავირუსისგან 175 877 ადამიანია გამოჯანმრთელებული, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 234 146-ს აღწევს.