რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 800 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 620 794 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 176 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 8 781-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ-19-ისგან დაინფიცირებული 384 152 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისათვის, რუსეთი კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.