რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი კი დაიღუპა - Palitra News

რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი კი დაიღუპა

2020-04-14 13:48:07+04:00

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 2774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21 102-ს მიაღწია.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსით ბოლო 24 საათში 22 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ახალ შემთხვევათა და გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა. შემთხვევების უმეტესობა დედაქალაქ მოსკოვში დაფიქსირდა.