რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქმე აღიძრა ადამიანის უფლებების დამრღვევი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნის ფაქტზე. საქმეში ბრალდებულები ასევე არიან ნავალნის თანაგუნდელები.
ალექსეი ნავალნის გუნდის ინფორმაციით, ოპოზიციონერის წინააღმდეგ ახალი საქმე თებერვალში აღიძრა, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი.
სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა ნავალნისთვის ვეტერან იგნატ არტემენკის მიმართ ცილისწამების საქმეზე გამოტანილი განაჩენი.
დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო წესით აპირებს, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში.