რუსული ავტო-დილერების წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ ახალი ავტომობილების მწირი მარაგი აქვთ, რომელიც გაყიდვების იმ ტემპითაც კი, რომელიც ახლა არის, მხოლოდ რამდენიმე თვე ყოფნით.
საუბარია, პოპულარულ ბიუჯეტურ მოდელებზე. მათი ინფორმაციით, ლოგისტიკურ ცენტრებში ამავდროულად 30 000 ახალი ავტომობილი ჰყავთ. ექსპერტები თვლიან, რომ არსებული მარაგი მაქსიმუმ წლის ბოლომდე ეყოფათ.
მათივე ცნობით, დილერებთან ძირითადად ბიუჯეტური ავტომობილების მარაგებია დარჩენილი. ამასთან, ექსპერტების განცხადებით ცალკეული დილერები ზოგიერთ მოდელებს სპეციალურად არ ყიდიან ახლა, იმისათვის, რომ სამომავლოდ ის ბევრად ძვირად გაყიდონ.
როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს წამყვანმა ავტომწარმოებლებმა რუსეთის ბაზარი სრულად დატოვეს და ამ ეტაპზე რეალურად დარჩენილი პროდუქციის ამოყიდვა მიდის.