რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კიდევ ერთი ორგანიზაცია დახურეს. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია იხურება.
საუბარია ჩრდილოელი ხალხის მხარდაჭერის ცენტრის სახელით ცნობილ ორგანიზაციაზე, რომელიც ადრე "უცხო ქვეყნის აგენტად" მიიჩნიეს, ვინაიდან მას 2015 წელს საზღვარგარეთიდან ფინანსური მხარდაჭერის მიღება ბრალდებოდა. თუმცა, მოგვაინებით აღნიშნული სტატუსი მას მოხუსნეს, ვინაიდან ცენტრმა დაამტკიცა რომ არ მიუღია უცხოური თანხები.
მოსკოვის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით კი 20 წლის ორგანიზაციას არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის დარღვევა ბრალდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მკაცრად დაგმეს ევროკავშირში, როგორც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისრის პრესსპიკერმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება კი ამას ხელს უშლის.