რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7972 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 569 063-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 181 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 7841-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში "კოვიდ 19"-სგან დაინფიცირებული 324 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.