რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7176 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 606 881-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 154 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 8513 -ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან დაინფიცირებული 368 822 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ მესამე ადგილზეა მსოფლიოში.