რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10 559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 165 929-ს მიაღწია.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 86 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა 1 537-მდე გაიზარდა.
კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელებულია 21 000-ზე მეტი ადამიანი. კორონავირუსის შემთხვევბის უმეტესობა დედაქალაქ მოსკოვში ფიქსირდება.