რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის მუშაობაში შეშფოთების და ეჭვის გაჩენის მიზეზი არ აქვს, უბრალოდ, ეს არის ტიპიური პოლიტიკა - ამირან გამყრელიძე - Palitra News

რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის მუშაობაში შეშფოთების და ეჭვის გაჩენის მიზეზი არ აქვს, უბრალოდ, ეს არის ტიპიური პოლიტიკა - ამირან გამყრელიძე

2020-09-03 19:38:06+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია რუსეთს იმიტომ ადარდებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობაა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიის მუშაობაში ეჭვის გაჩენის მიზეზი რუსეთს არ აქვს.