ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის "საიას" დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის, სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" "საიადან" აცნობეს.