ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთს ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის 3 მილიონამდე ევროს გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა მოსარჩელეებს საერთო ჯამში 2 მილიონ 995 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და ასევე 88 ათასი ევრო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად. ბესლანის ტერაქტის საქმეში 409 მოსარჩელე ფიგურირებს: ტერაქტისა და შემდგომი შტურმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები და თვით მძევლები. მოსარჩელეებმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით შეიტანეს.