რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შერემეტიევოს აეროპორტში ესპანელ სამართალდამცველებს ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გადასცა, რომელიც ცნობილია "ტაროს" მეტსახელით. ამის შესახებ "კომერსანტი" იუწყება.
ონიანი გაზაფხულზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბიზნემენის გატაცებისთვის 10 წლიანი ვადა მოიხადა. ესპანეთმა "ტაროზე" 2006 წელს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ტარიელ ონიანი 2019 წელს კოლონიის დატოვებისთანავე დააკავეს. ესპანეთში მას ბრალად ედება დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზება. ამ საქმეზე 2005 წელს ქვეყანაში ესპანეთის, რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის 25 მოქალაქე დააკავეს, რა დროსაც 800-ზე მეტი საბანკო ანგრაიში დაიბლოკა.