რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საწვავის იმპორტი აკრძალა. შეზღუდვა ძალაში ამ დღეებში შევა და ოთხი თვის განმავლობაში, 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იმოქმედებს.
ამ პერიოდში ქვეყანაში ყველა სახის საწვავის შეტანა იკრძალება. ჩამონათვალში შედის -საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, საავიაციო, საზღვაო საწვავი და ბენზინის ზეთები.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბრძანებას ხელი რუსეთის პრემიერმა უკვე მოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მთავრობა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ქვეყნის შიდა ბაზარზე სტაბილიზაციას ასახელებს.