რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V”-ის 12-17 წლის ასაკის მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცეს,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გამალეას ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილემ დენის ლოგუნოვმა განაცხადა.
„სპუტნიკ V”-ის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გაიცა, ვაქცინა დამტკიცდა და ჩვენ მოხარული ვართ გაგიზიაროთ ეს სიახლე”, - აღნიშნა მან.
„სპუტნიკ V”-ის ვაქცინის კლინიკური ცდები 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში მოსკოვში 5 ივნისს დაიწყო. გამალეას ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე გინცბურგმა განმარტა, რომ ვაქცინის კონცენტრაცია მოზარდებში ხუთჯერ, უფრო მცირე ასაკის ბავშვებში კი ათჯერ შეამცირეს.