ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მწუხარებას გამოთქვამს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო. მან სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა რომელშიც აღნიშნულია, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად. მისისვე განცხადებით ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება გადმოსცეს.