რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდა 27 მაისს უნდა განხორციელებულიყო.
როგორც Bloomberg-ი განმარტავს, რუსეთს აქვს ფული გადასახდელად და მზად არის გადაიხადოს, მაგრამ სანქციებმა შეუძლებელი გახადა საერთაშორისო კრედიტორებისთვის გადახდების მიღება.
რუსეთი აცხადებს, რომ ფული Euroclear-ს ბანკს გადაეგზავნა, რომელსაც შემდეგ ის ინვესტორებისთვის უნდა გაენაწილებინა, მაგრამ თანხა ჯერ კიდევ ბანკშია და კრედიტორებს არ მიუღიათ. თანხას მიღების ვადის გასვლის თარიღიდან 30 დღეში კი ითვლება, რომ ქვეყანამ დეფოლტი განიცადა, რაც დიდი დარტყმაა ქვეყნის პრესტიჟისთვის.