13:27
16 იანვარი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რუსეთმა საექსპორტო ხორბალზე საბაჟო ტარიფი შესაძლოა, 50 ევრომდე გაზარდოს
13-01-2021

რუსეთმა საექსპორტო ხორბალზე საბაჟო ტარიფი შესაძლოა, 50 ევრომდე გაზარდოს. აქამდე დაანონსებული იყო, რომ გადასახადი ტონაზე მხოლოდ 25 ევრო იქნებოდა.

როგორც ცნობილია, რუსეთი 15 თებერვლიდან საექსპორტო მარცვლეულზე საბაჟო ტარიფის დაწესებას აპირებს. ახალი წესი 30 ივნისის ჩათვლით იქნება ძალაში. როგორც „ინტერფაქსს“ მარცვლეულის ბაზრის მოთამაშეებმა ანონიმურად განუცხადეს, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს ტარიფი აუცილებლად გაიზრდება და ის აქამდე გაჟღერებულ 25 ევროზე მეტი იქნება.

მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თქმით, საექსპორტო გადასახადი შემოდის მარცვლეულის შიდა ფასების სტაბილიზაციისთვის.
ცნობისთვის, რუსული ხორბლის ამჟამინდელი ფასი ერთ ტონაზე 275 დოლარს შეადგენს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები