რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი კოლუმბიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კოლუმბიის მიერ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ მიიღეს.
„კოლუმბიის ელჩს ეცნობა, რომ ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით, რუსული მხარე კოლუმბიის დიპლომატიური მისიის ორ თანამშრომელს პერსონა ნონ გრატად აცხადებს”, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კოლუმბიის ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, რომ ორი რუსი დიპლომატი, რომლებმაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია დაარღვიეს, ქვეყნიდან გააძევეს.