რუსეთმა ორი ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით ეს გადაწყვეტილება სოფიას მიერ ორი რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა რუსი დიპლომატები მარტში ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობაში დაადანაშაულა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოხატავს კიევში მდებარე რუსეთის საელჩოდან დიპლომატის გამოძევების გამო.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოხატავს უკრაინის მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯის გამო. რუსი დიპლომატის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, მას დიპლომატიური ფუნქციების მიღმა არანაირი ქმედება არ ჩაუდენია,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებში.