რუსეთმა თურქეთის ბაზარზე იმპორტირებული გაზის მოცულობის მხრივ პოზიციები დაკარგა. თურქეთის ენერგეტიკის მარეგულირებლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული გაზის დიდი წილი ახლა აზერბაიჯანზე მოდის.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მარტში რუსულ გაზს თურქულ ბაზარზე 32,55% ეკავა, წელს კი ეს მაჩვენებელი 9,89%-მდე შემცირდა.
ლიდერის პოზიცია თურქეთში გაზის ექსპორტთან დაკავშირებით ამჯერად აზერბაიჯანმა დაიკავა. თურქეთში ექსპორტირებული გაზის 23,45% აზერბაიჯანზე მოდის, 19,95%-ით მეორე ადგილზეა ყატარი, 14,15% ირანზე მოდის, 13,96% - ალჟირზე, ხოლო რუსეთმა 9,89%-ით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.