რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 11 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 221 344-ს მიაღწია.
ამასთან, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით 94 პაციენტი გარდაიცვალა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2009 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით, რუსეთმა კორონავირსის შემთხვევების რაოდენობით დიდ ბრიტანეთს გადაასწრო და აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.