08:15
29 ივნისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთმა ჯო ბაიდენს და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
21-05-2022

რუსეთმა აშშ-ის 963 მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მედიის ინფორმაციით, სასანქციო სიაში მოხვდნენ ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მუდმივად დაწესებულ ანტირუსულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ ამერიკელი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა მუდმივ რეჟიმში“, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.

მათივე მტკიცებით გააგრძელებენ სათანადო რეაგირებას აშშ-ის „მტრულ ქმედებებზე“, რომელიც „ბუმერანგია თავად შეერთებული შტატებისთვის“.

შეგახსენებთ, აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს და ბრიტანეთის მთავრობის 10 სხვა წევრს.

AutoPlay
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი დაძლევს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე აცხადებენ, რომ ხალხს მეტ სიმართლეს მიაწვდიან
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
აშშ-მა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ემანუელ მაკრონი - არავინ განიხილავს ომის დასრულებას მომდევნო კვირებში ან თვეებში - უკრაინისადმი მხარდაჭერა და სანქციები შენარჩუნდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
მიხაილო პოდოლიაკი კრემლის პრესსპიკერს - უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, რომ „ბრძანებით" შეაჩეროს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები