რუსეთმა ჯო ბაიდენის ცოლსა და შვილს სანქციები დაუწესა. მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ.ი „სტოპ-ლისტი“ გააფართოვა და მასში, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, ჯილ და ეშლი ბაიდენებიც შეიყვანა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი არის „პასუხი რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ აშშ-ის მუდმივად გაფართოებად სანქციებზე.