რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ინდოეთის ოკეანეში და ომანის ყურეში ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს. მოსკოვის ინფორმაციით, ეს სამი ქვეყნის მონაწილეობით "უპრეცედენტო" წვრთნებია.
"ეს არის მესიჯი მშვიდობისთვის, მეგობრობისთვის და გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის. მისი შედეგები გვაჩვენებს, რომ ირანის იზოლაცია შეუძლებელია", -აცხადებს ადმირალი გოლამრეზა ტაჰინი ადგილობრივ ტელევიზიასთან.
ომანის ყურე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია, რომელიც უკავშირდება ჰორმუზის სრუტეს, რის მეშვეობითაც მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით მეხუთედი ტრანსპორტირდება.