რუსეთმა და უკრაინამ გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთისა და უკრაინის გაზის კომპანიებმა რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპაში ექსპორტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ მხარეებმა განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ახალი ხუთწლიანი შეთანხმება ძალაში 31 დეკემბერს შევა. უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, "გაზპრომთან" გაფორმებული ახალი ხელშეკრულების თანახმად, უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტისგან 2024 წლამდე 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ თანხას მიიღებს.
"ეს შეთანხმება ნიშნავს ენერო უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უკრაინელებისთვის", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".
კომენტარი გააკეთა "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმაც.
"ვენაში გამართული ხუთდღიანი უწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და შეთანხმება მიღწეულია", - ნათქვამია მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი გაზის 40 პროცენტის ექსპორტს ევროპულ ბაზრებზე უკრაინის გავლით ახორციელებს.