რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს, ვეტო მეორედ დაადეს, - ამ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანიისა და ბელგიის მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე ვეტოს დადებით, მოსკოვი, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ცდილობს დაბლოკოს ჰუმანიტარული დახმარების მოქმედი მოდელი, რომელიც დახმარების თურქეთის საზღვრის გამშვები პუნქტების გავლით მიწოდებას გულისხმობს და, შესაბამისად, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ხვდება. ცნობისათვის, რუსეთმა და ჩინეთმა გერმანიისა და ბელგიის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციის კანონპროექტს თურქეთის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტების გავლით სირიისთვის დახმარების მიწოდების 1 წლით გახანგრძლივების შესახებ ვეტო პირველად რამდენიმე დღის წინ დაადეს.