რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს თურქეთის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტებიდან სირიისთვის დახმარების მიწოდების 1 წლით გახანგრძლივების შესახებ ვეტო დაადეს, - ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გერმანიისა და ბელგიის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციის ტექსტს მხარი რუსეთისა და ჩინეთის გარდა საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა. რუსეთისა და ჩინეთის მიერ ვეტოს უფლების გამოყენების შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწევს კენჭი უყაროს რუსეთის მიერ შეთავაზებულ ტექსტს, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისთვის თურქეთის მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტის გამოყენებასა და აღნიშნული ოპერაციის 6 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
ცნობისათვის, გაეროს 2014 წლის რეზოლუციით გათვალისწინებულ დახმარების მექანიზმს, რომელიც ამოქმედების დროიდან რამდენჯერმე გახანგრძლივდა, ვადა მიმდინარე წლის 10 ივლისს ეწურება.