რუსეთმა მოსკოვში მდებარე ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული სამინისტროში გამოიძახეს, სადაც მას ნოტა გადასცეს საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ.
რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, მოსკოვმა ეს ნაბიჯი ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ მიმდინარე წლის მაისში მიღებული უსაფუძვლო გადაწყვეტილების პასუხად გადადგა, როდესაც სკოპიეში მდებარე რუსეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.