რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მილიარდი რუბლი გადაურიცხა. რუსული მედიის ცნობით, ფულის ნაწილი პენსიებსა და ხელფასებს მოხმარდება, 500 მილიონი რუბლი კი საბანკო სისტემის გამყარებას მოხმარდება. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წარმატებით მოქმედებს საინვესტიციო პროგრამა აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების კუთხით, რისთვისაც, წელს რუსეთმა მილიარდ 700 მილიონი რუბლი ჩადო.
მისივე თქმით, 2017-2019 წლებში რუსეთმა მთლიანობაში დე ფაქტოს ხელისუფლებას 6 მილიარდამდე რუბლი გადაურიცხა.