2020 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან 15 მილიარდი დოლარის ოდენობის შეიარაღების ექსპორტი განხორციელდა. შეკვეთების პორტფელმა კი 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა მსოფლიოს 51 ქვეყანაში გაიტანა საკუთარი წარმოების იარაღი, მეტწილად ეს მოხდა აზიისა და აფრიკის რეგიონში. მანვე აღნიშნა, რომ რუსული იარაღის შესყიდვისას მათი პარტნიორები აწყდებიან სერიოზულ წნეხს კონკურენტი ქვეყნების მხრიდან და რუსეთს უწევს რთულ პირობებში კონკურენცია. რაც შეეხება ქვეყნებს, რუსული იარაღის ყველაზე მსხვილ შემსყიდველებს შორის არიან ინდოეთი, ჩინეთი, ალჟირი, ეგვიპტე და თურქეთი.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ექსპორტის 45% მოდის ავიაციაზე, მესამედი მოდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე, ხოლო 15% ქვეით ტექნიკაზე. დანარჩენი კი - საზღვაო და სხვა პროდუქციაა.