საქართველოს წინაშე დღეს მდგარ ეკონომიკურ გამოწვევებსა და რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს ინიციატივით დისკუსია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეკონიმიკის, ტრანსპორტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და ექსპერტები.
შეხვედრის მიზანია შექიმნას საკოორდაინაციო ჯგუფი - ,,ეკონომიკური დეოკუპაცია“, რომელიც ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკური დეოკოპაციის გრძელვადიან სტრატეგიას. სტრატეგიის მიზანი უნდა იყოს ქვეყის ეკონომიკის იმგვარად განვითარება, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ეკონომიკური დივერსიის რისკები. საკოორდინაციო ჯგუფის წევრების თქმით, აუცილებელია რომ დროულად მოხდეს ბაზრის დივერსიფიცება