რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ამომრჩევლების 77,93% პროცენტი უჭერს მხარს, 21,26 % კი - წინააღმდეგია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი მტკიცებით, რეფერენდუმში მონაწილოება რუსეთის მოსახლეობის 65-მა პროცენტმა მიიღო და ამ დროისთვის ხმების 99,9 % უკვე დათვლილია.
შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამართვა 1-ელ ივლისს გადაწყდა, თუმცა ჯანდაცვითი ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხმის მიცემის პროცესი 25 ივნისიდან დაიწყო. საარჩევნო უბნები გუშინ, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.