რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ სამხედრო-დიპლომატიური არხებით პენტაგონს „ცხელი ხაზის“ არხის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ნოტა გაუგზავნა. მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოიძახეს მოსკოვში ამერიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, რომელსაც 8 აპრილს რუსეთის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის სირიაში ოპერაციის მსვლელობისას ავიაციის ფრენის უსაფრთხოების და ინციდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების შეჩერებასთან დაკავშირებით ნოტა გადაეცა. ეს გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა სირიის საჰაერო ბაზა დაბომბა.