01:22
13 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად 50 სამხედრო მოსამსახურე შეარჩია
02-06-2020

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად რამდენიმე მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეარჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ორმოცდაათი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ხუთი ქალი, რომლებმაც ნებაყოფლობით გამოხატეს სურვილი მიიღონ მონაწილეობა თანამედროვე წამლის გამოცდაში, ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესამოწმებლად შეირჩა. ყველა კანდიდატმა გაიარა წინასწარი გამოკვლევა და ტესტირება. მათ ბოლო ერთი თვის განმავლობაში არანაირი დაავადება არ გადაუტანიათ", - აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 863 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 423 741-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს ქვეყანაში კიდევ 182 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დაღუპულთა რაოდენობამ 5 037-ს მიაღწია. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

AutoPlay
რუსთავის "ცხელების ცენტრიდან" პაციენტი გაიქცა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
აიშვარია რაის, მის შვილსა და მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
რუსთავში ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ჩინეთში ბიოსაწვავის ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ პატრიარქია - მეუფე შიო
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
"ჩაკეტილი ტიპი იყო, არავისთან კონტაქტი არ ქონდა" - თბილისში, მუხიანში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები