"ჩვენ გაკვირვებული ვართ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით რუსეთის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის შესახებ, ასევე მისი მუქარით, რომ ანკარა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციას განაახლებს", - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლების შესახებ ჩრდილოეთ სირიაში დაძაბულობას ზრდის.
შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა მზადაა, ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" განაახლოს, თუკი ქურთული ძალები თურქეთ-სირიის საზღვარს არ დატოვებენ. ჩავუშოღლუმ რუსეთი და შეერთებული შტატებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ანკარასთან მიღწეული შეთანხმებებით გათვალისწინებულ საჭირო ქმედებებს ვერ ახორციელებენ.