რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსეთის მიერ სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება, რომ ამ მიმართულებით არავითარი სამუშაო არ მიმდინარეობდა და არც იგეგმება.