რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სირიაში ჩავიდა. იგი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს შეხვდა და მას ვლადიმერ პუტინის მესიჯები გადასცა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, შოიგუმ და ასადმა შეხვედრისას სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ასპექტები განიხილეს. შეგახსენებთ, სირიის სამოქალაქო ომში რუსეთი მხარს სირიის მთავრობას უჭერს.